სოფელ ძლევიჯვარში დასრულდა გზის ასფალტირების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4 მონაკვეთის ასფალტირება. სულ დაიგო 1772 გრძ.მ ასფალტობეტონის 2-ფენიანი გზის საფარი. მოეწყო კიუვეტები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოები შეასრულა შპს ,,შარა“-მ.
↧