მერი ზაზა გულიაშვილი გაეცნო ურბნისში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოებს. ამ დროისათვის მოწყობილია ასფალტო-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს გვერდულების შევსება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. სულ დაიგება 600 მეტრამდე ასფალტის საფარი. პროექტის ღირებულებაა 236 999 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „BMC“ (ბიემსი).
↧