ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა , სოფელ ქვენატკოცაში შიდა სასოფლო გზების ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები . პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“.
↧