ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა , დაათვალიერა სოფელ მოხისში, დევნილთა ჩასახლებაში , ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის დასრულებული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტადიონის შემოღობვა ლითონის კუთხოვანებში კონვენტირებული მავთულბადით, მოეწყო ხელოვნური საფარი , კალათბურთის ფარი , ფეხბურთის კარი და გარე განათება. პროექტი განხორციელდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოები შეასრულა ი. მ „პაატა ხაჭაპურიძემ“.
↧