სოფელ ბებნისში დასრულდა შიდა სასოფლო გზის ასფალტირების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ასფალტობეტონის საფარი, ეზოში შესასვლელები და ცხაურები. სულ დაიგო კილომეტრამდე გზის მონაკვეთი. სამუშაოები შესრულდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. პროექტი განახორციელა ამხანაგობა „გზა 2023“.
↧