ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა , ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , დაათვალიერეს რუისი-ბებნისის დამაკავშირებელი გზის ასფალტირების დასრულებული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური ნაგებობები , მიერთებები, ეზოში მისასვლელები და დაიგო 3 კილომეტრამდე ასფალტობეტონის საფარი. ასევე დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მოეწყო საგზაო ნიშნები. პროექტი შესრულდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოები [...]
↧