ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე დასრულებულია მინისტადიონის შემოღობვის, საძირკვლის, ზეძირკვლის და საყრდენი ბოძების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციებით სკვერის შემოღობვა. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანხით 84 776 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,არმარი“.
↧