დღეს, 7 იანვარს, ტრადიციულად, მოეწყო საშობაო ალილო. მსვლელობა დაიწყო ქარელის წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან. მრევლმა მოსახლეობასთან ერთად გალობით შემოიარა ქალაქის ქუჩები. ალილოში მოსახლეობასთან ერთად სათანადო წვლილი შეიტანეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეგროვილი საჩუქრები გადანაწილდება და დაურიგდება ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახებს.
↧