სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით , ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. კლინიკა ,,ნოვაციოს” სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მოსახლეობას კონსულტაცია გაუწიეს. კვლევებში მონაწილე პაციენტებს საჭიროებისამებრ საჩუქრად გადაეცათ წნევის საზომი აპარატები და მხედველობის სათვალეები. სამედიცინო კვლევების აქციაზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი [...]
↧