2 ივლისს, ქარელში გაიმართა მარათონული გარბენი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. მარათონის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, რომლის ორგანიზებასაც მუნიციპალიტეტის მერიები უზრუნველყოფენ. ღონისძიება იმართება „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში. აღნიშნულ თამაშებში, გარდა მარათონისა, გათვალისწინებულია შეჯიბრებების ჩატარება ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში. ღონისძიების მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მარათონის [...]
↧