ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა დ. აგარაში სპორტდარბაზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ამორტიზირებული ხის იატაკის დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყობა ბეტონის იატაკი, რომელიც შეიმოსება ლამინირებული პარკეტით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სველ წერტილს და დამხმარე ოთახებს. შენობის გარშემო მოეწყობა სარინელი. პროექტი ფინანსდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,სიმონ კაპანაძე“.
↧