1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიება. მოეწყო სპორტული აქტივობები და მხიარული სტარტები, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.პატარებს დღევანდელი დღე გაულამაზეს ზღაპრის გმირებმა. ღონისძიებები დასრულდა საბავშვო სპექტაკლით ,,ბოროტსა სძლია კეთილმან“. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
↧