დღეს, 8 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 15 წლის წინ, აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენები, რითაც პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეომართა სახელებს. აღესრულა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
↧