„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კეხიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელში დასრულდა სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. კერძოდ: სოფელ კეხიჯვარში მოეწყო 331 გრძ.მ რკინაბეტონის (40x40 სმ. კვეთის) სარწყავ-სანიაღვრე არხი. განთავსდა მეტალის ცხაურები და მოეწყო ჩამკეტები. სოფელ ვედრებაში მოეწყო 146 გრძ.მ რკინაბეტონის (40x60 სმ. კვეთის) სარწყავ-სანიაღვრე არხი და განთავსდა მეტალის ცხაური. სამუშაოები შეასრულა შპს ,,მშენებელი 2020“-მა.
↧