ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა აგარაში , ევდოშვილის ქუჩაზე დაათვალიერა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის ვაკისის მომზადება და მიმდინარეობს ქვედა ფენის დაგება ასფალტობეტონის საფარით . სულ დაიგება 350 მეტრამდე გზის მონაკვეთი. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“.
↧