დღეს, 26 მაისს ,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქარელის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში არსებულმა სალოტბარო, ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა, სამეჯლოსო და საესტრადო ანსამბლებმა. საზეიმო ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. #ესდღეჩვენია
↧