1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიება. მოეწყო სპორტული აქტივობები და მხიარული სტარტები, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
↧