ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ბრეძაში დაათვალიერეს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გრუნტის მოჭრა-მოსწორება და მოეწყო საფუძველი ქვიშახრეშოვანი ნარევით. ამჟამად მიმდინარეობს ალმირებული ბეტონის საფარის მოწყობა. სულ დაიგება 519 მ2 გზის საფარი. პროექტი ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს „ხაშურგრუპი''.
↧