ქარელში, 26 მაისის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის ასფალტირების სამუშაოები. მოიხსნა დაზიანებული ასფალტობეტონის საფარი, შეტანილ იქნა ფრაქციული ღორღი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარის დაგება. სულ დაიგება 160 მეტრამდე გზის საფარი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“.
↧